აქცია ოზურგეთში

დილიდან ხმაური იყო ოზურგეთში, „გურია ექსპრესის“ ოფისთან. ფქვილის საწარმოს გაფიცულმა თანამშრომლებმა გზა გადაკეტეს და მეპატრონეს პროდუქციის გატანის შესაძლებლობა არ მისცეს. დასაქმებულებმა ღამე შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაათენეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შეგახსენებთ, რომ „გურია ექსპრესის“ თანამშრომლები უკვე 22 დღეა გაფიცულები არიან. მათი მოთხოვნა ხელფასის გაზრდა და შრომითი პირობების გაუმჯობესებაა.

მოამბე

დატოვე კომენტარი