აქცია ოზურგეთში

მეთვრამეტე დღეა, გრძელდება ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოს, „გურია ექსპრესის“ თანამშრომლების საპროტესტო აქცია ოზურგეთში. დღეს საპროტესტო აქციაში გაფიცული თანამშრომლების ოჯახის წევრები და ახლობლებიც მონაწილეობდნენ. „გურია ექსპრესის“ თანამშრომლები ხელფასების მომატებას, ჯანმრთელობის დაზღვევასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

საწარმოში დასაქმებულები ადმინისტრაციის მიერ მათ მიმართ დამამცირებელ მოპყრობაზეც საუბრობენ. გაფიცულებს ადმინისტრაციიდან დღეს არავინ გამოხმაურებია. „გურია ექსპრესის“ თანამშრომლები, უფლებების დაცვის მიზნით, სამართლებრივი დავის დაწყებას არ გამორიცხავენ და მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებამდე, სამუშაო პროცესის აღდგენას არ აპირებენ.