აქცია ნინოწმინდაში

სოფელ გორელოვკასთან მოძრაობა აღდგენილია.

გზა ადგილობრივებმა მხარის გუბერნატორთან და ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატთან, ენზელ მკოიანთან შეხვედრის შემდეგ გახსნეს. პროტესტის ნიშნად ნინოწმინდა-სომხეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა თითქმის 2 საათის განმავლობაში იყო გადაკეტილი. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, ბესო ამირანაშვილი მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას დაპირდა. გორელოვკაში მოსახლეობა წყალმომარაგების და საძოვრების პრობლემის მოგვარებას ითხოვს. მათი თქმით, ზამთარში წყლის დებეტი მცირდება და იყინება, რის გამოც წლებია სოფელს სასმელი წყალი უჭირს. მას შემდეგ, რაც წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე ფერმები დააერთეს, პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ფერმები  რამდენიმე ადამიანს, მათ შორის ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარეს ეკუთვნის. მათივე საკუთრებაშია სოფლის მიწებიც, რომელსაც ადგილობრივები საძოვრად ვეღარ იყენებენ. 16 იანვარს სწორედ წყლის პრობლემა გახდა საკრებულოს თავმჯდომარესა და  ადგილობრივებს შორის დაპირისპირების მიზეზი. ფაქტზე შსს-მ ძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი