აქცია „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს და ავტომობილებს გადაადგილების უფლებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები მათთვის დაწესებულ შეზღუდვას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ვიდრე მათ არ მიეცემათ ხეობაში შესვლის უფლება, იქამდე პროტესტი არ შეწყდება. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და აქციის მონაწილეებს გზის გახსნისკენ მოუწოდებენ.

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს რიონის ხეობაში გადაადგილების უფლებას არ აძლევენ. როგორც ისინი აცხადებენ, სამართალდამცველებმა მათი ავტომობილი გააჩერა და მიზეზად უსაფრთხოება დაასახელა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შეზღუდვა, სავარაუდოდ, ხეობაში დაგეგმილ აფეთქებას უკავშირდება და არ სურთ ადგილზე მოსახლეობის შეკრება. მათი თქმით, გაუგებარია, თუ უსაფრთხოების ზომების დაცვა ხდება, რატომ უშვებენ სხვა ავტომობილებს, ისინი ხელისუფლებისგან განმარტებას მოითხოვენ. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.