აქცია „მწვანე პასპორტების“ გაუქმების მოთხოვნით

„მწვანე პასპორტის“ გაუქმების მოთხოვნით, საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ერის და სახელმწიფოს“ წევრებმა და მხარდამჭერებმა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე აქცია-მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, კონცეფცია „მწვანე პასპორტის“ შესახებ, რომელიც პირველი დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს, საქართველოში საზოგადოების დისკრიმინაციული ნიშნით დაყოფას ემსახურება – ვაქცინირებულებად და არავაქცინირებულებად. მათ „მწვანე პასპორტის“ წინააღმდეგ პერმანენტული დემონსტრაციები დააანონსეს.

დატოვე კომენტარი