აქცია „მწვანე პასპორტების“ გაუქმების მოთხოვნით

„მწვანე პასპორტის“ გაუქმების მოთხოვნით საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ერი და სახელმწიფო“ და მისმა მხარდამჭერებმა რესპუბლიკის მოედნიდან მთავრობის კანცელარიამდე აქცია-მსვლელობა გამართეს. აქციის ორგანიზატორთა განმარტებით, „მწვანე პასპორტის“ სისტემა, რომელიც პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა, საქართველოში საზოგადოების დისკრიმინაციული ნიშნით დაყოფას ემსახურება. მათ „მწვანე პასპორტის“ წინააღმდეგ პერმანენტული დემონსტრაციები დააანონსეს.