დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები აქციას მართავენ მთავრობის ადმინისტრაციასთან. ისინი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და კონკრეტულ პასუხს ითხოვენ დააფინანსებს, თუ არა სახელმწიფო დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვებისათვის საჭირო მედიკამენტის შემოტანას. ესაა უიშვიათესი გენეტიკური, დაავადებაა, რომელიც იწვევს კუნთების დასუსტებას და ადრეულ ასაკში სიკვდილს. დიაგნოზი 100-მდე ბავშვს აქვს საქართველოში დადასტურებული. მათ ესაჭიროებათ თანამედროვე მედიკამენტები, რომელიც როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, ევროპის წამყვან ქვეყნებში უკვე გაყიდვაშია.