აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ აქცია გამართეს. მათი მოთხოვნაა, დროულად აღდგეს რეგულარული საერთაშორისო ავიარეისები და გაუქმდეს ორკვირიანი კარანტინი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მთავარი საზრუნავი მოსახლეობის ჯანმრთელობაა და საქართველო საერთაშორისო საზღვრებს ნელ-ნელა, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით გახსნის.