აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

სტუდენტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს და  პრემიერ-მინისტრს თხოვნით მიმართეს. სტუდენტები ივლისში გერმანიაში რეგულარული ფრენების დანიშვნას ითხოვენ, რომელსაც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შეასრულებს. ახალგაზრდების თქმით, ისინი გერმანიაში ე.წ. სამთვიანი საგაზაფხულო სამუშაო პროგრამაში მონაწილეობისთვის მიდიან,  პრემიერ-მინისტრის მოთხოვნით დანიშნული 200-ევროიანი ფრენები კი მათთვის მეტისმეტად ძვირია. სტუდენტების განცხადებით, გერმანიაში მათ სამუშაო კონტრაქტებს ვადა ეწურება, გერმანიის მიმართულებით კი ფრენები დანიშნული არ არის, რაც კიდევ ერთი დამაბრკოლებელია ფაქტორია. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ივლისში ფრენების შესასრულებლად „ლუფტანზასთან“ გაიმართება კონსულტაციები, ასევე მისი თქმით, არ არის გამორიცხული სტუდენტებისთვის გერმანიაში ჩასასვლელად ჩარტერული რეისიც დაინიშნოს.