აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
მძღოლებმა და ავტო-მოტო სფეროს წარმომადგენლებმა ე.წ. მაყუჩების კანონი გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეები მთავრობის 584-ე დადგენილებას და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-5 ნაწილს წინააღმდეგ შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, ახალი რეგულაციები მძღოლების უფლებებს ზღუდავს და ნაწილი უსამართლოდ ჯარიმდება. აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება შეიტანეს, ისინი რეგულაციების გადახედვას და მძღოლებისთვის დაწესებული შეზღუდვების შეცვლას მოითხოვენ.