აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

15:27, 29.03.2026

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებულ რეგულაციებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, არსებული ნორმა ქმნის რისკს, რომ ძაღლები ბინადრობის ადგილებიდან გაიყვანონ და მათი შემდგომი ბედი გაურკვეველი დარჩეს. აქციის მონაწილეები შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვენ და აცხადებენ, რომ საკითხი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ცხოველთა უფლებებზე, ასევე ქალაქის ჰუმანურ იმიჯზე.

მსგავსი