აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ასოციაციის ორგანიზებით, დაავადების მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ისინი ჯანდაცვის სამინისტროსგან საჭირო მედიკამენტების შემოტანასა და მულტიდისციპლინური გუნდის შექმნას ითხოვენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, თუ ხელისუფლება ზომებს არ მიიღებს, პროტესტი კარვებში გაგრძელდება. ისინი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.