აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. მშობლები სახელმწიფოსგან საჭირო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და პერიოდული კვლევების ჩატარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებები ორი წელია უშედეგოდ მიმდინარეობს, რის გამოც ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.