აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

გვიან ღამით დასრულდა საპროტესტო აქცია პარლამენტთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტის უკან გასაწვევად ხელისუფლებისთვის მიცემული ერთსაათიანი ვადა ამოიწურა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით, აქციის მონაწილეთა ნაწილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა. ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. შსს-ს ცნობით, აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმაში, რის შედეგად ადმინისტრაციული წესით ორი პირი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი პირისგან ცივი იარაღი ამოიღეს. მომიტინგეებმა ადმინისტრაციის შენობას კვერცხები ესროლეს. ასევე აგრესიულად იყვნენ განწყობილები ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოსტივის“ გადამღები ჯგუფების მიმართ. ადმინისტრაციასთან იმყოფებოდნენ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ ოპოზიციის ლიდერებიც, მათ შორის იყო ალეკო ელისაშვილიც. მასსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის გამოც პოლიციამ ელისაშვილი ტერიტორიიდან გაიყვანა.