აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

მთავრობის ადმინისტრაციასთან ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დაპატიმრებული ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

ბებუას ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკოსებმა, ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოითხოვეს. ოჯახი უკანონო პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას პირადად პრემიერ-მინისტრისგან ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.