აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

„ხალხს შია “– ამ ლოზუნგით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციის, „ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისზე ისაუბრეს და პანდემიის შედეგად შექმნილ რთულ მდგომარეობაზე გაამახვილეს ყურადღება. ორგანიზაციის წევრები ხელისუფლებას მოუწოდებენ დროულად შემსუბუქდეს რეგულაციები და საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ფუნქციონირება დაიწყოს. ორგანიზაციის წევრებმა ხელისუფლებას სოციალური პროექტების გაფართოებისა და მოსახლეობის დახმარებისკენ მოუწოდეს.