აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციის „ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა ეკონომიკურ კრიზისზე ისაუბრეს და პანდემიის შედეგად შექმნილ რთულ მდგომარეობაზე გაამახვილეს ყურადღება. ორგანიზაციის წევრებმა ხელისუფლებას სოციალური პროექტების გაფართოებისა და მოსახლეობის დახმარებისკენ მოუწოდეს.