აქცია-მსვლელობა თბილისში - აჭარლების მარში „ევროპის მოედანზე“

„ევროპის მოედანზე“ აჭარლების მარში გაიმართა. აქციაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც რეგიონიდან ჩამოსული, ასევე თბილისში მცხოვრები აჭარლები. პროტესტის 24-ე დღეს მსვლელობის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია: გაათავისუფლონ აქციების მიმდინარეობისას დაკავებული ადამიანები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. პროტესტის მონაწილეები აჭარულ დიალექტზე შექმნილი ბანერებით იყვნენ წარმოდგენილები. მარში „ევროპის მოედანზე“ დაიწყო და პარლამენტის მიმართულებით გაგრძელდა.