აქცია-მსვლელობა თბილისში

ცოტა ხნის წინ რესპუბლიკის მოედნიდან ქალთა აქცია-მსვლელობა მოეწყო. ორგანიზატორების განცხადებით, ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან და ამ ფორმით გამოხატავენ მხარდაჭერას იმ ახალგაზრდული ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც საპროტესტო გამოსვლას პარლამენტთან ისევ აპირებენ.

მსვლელობა სახელწოდებით „ქალები ვირჩევთ ევროპას – არა რუსულ კანონს“ რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და საკანონმდებლო ორგანოსთან გრძელდება, სადაც შეკრებილები საღამოს დაგეგმილი აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან.