აქცია-მსვლელობა თბილისში
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის რეჟიმში მყოფი რვა ოპოზიციური პარტიის მიერ დაანონსებული აქცია დღეს 19:00 საათზე ჭავჭავაძის გამზირიდან მსვლელობით დაიწყო. აქციის მონაწილეები ჯერ მელიქიშვილის გამზირზე გაჩერდნენ, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, ამის შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. მსვლელობას ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიუძღვებოდნენ. მათი განცხადებით, აქციის მიზანი უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება და აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებაა. დღევანდელ მსვლელობას არ უერთდებიან „ძლიერი საქართველო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.