აქცია-მსვლელობა თბილისში
„მხოლოდ თავისუფალი არჩევნები – უარი რუსულ სპეცოპერაციას“ – ამ ლოზუნგით თსუ-ის პირველი კორპუსიდან საკანონმდებლო ორგანომდე საპროტესტო მსვლელობა მოეწყო. ორგანიზატორები თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ბოიკოტში მყოფი პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები და აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები არიან. ამასთან, მსვლელობას შეუერთდა საპროტესტო მოძრაობა „300 ქალი“. დედაქალაქის პარალელურად, მსგავსი მოთხოვნებით აქცია ბათუმშიც გაიმართა.
ხატია ჯამალაშვილი მუშაობს რუსთაველის გამზირზე, იქ, სადაც ახლა მსვლელობის მონაწილეების აქცია მიმდინარეობს.