მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა თბილისში. „ერთობის მარშის“ მონაწილეები ისნის მეტროდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისკენ მსვლელობით გაემართნენ. შეკრების ადგილი და მსვლელობის საბოლოო გაჩერებაც საგანგებოდ იყო შერჩეული. აქციის მონაწილეების განცხადებით, სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის მთავარი პასუხისმგებელი რეპრესიებზე. აქცია-მსვლელობას აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ. მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მისვლის შემდეგ, კიდევ ერთხელ გააჟღერეს საკუთარი მოთხოვნები – ხელისუფლების გადადგომისა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების შესახებ.