მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მსვლელობა იწყება თბილისში. „ერთობის მარშის“ მონაწილეები ისნის მეტროდან დაიძვრებიან და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობამდე მისვლას გეგმავენ. შეკრების ადგილი და მსვლელობის საბოლოო გაჩერებაც საგანგებოდ არის შერჩეული. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის მთავარი პასუხისმგებელი რეპრესიებზე. აქცია მსვლელობას უერთდებიან აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრებიც.