აქცია-მსვლელობა თბილისში

„3 თვე მოპარული არჩევნების წინააღმდეგ“- ამ სლოგანის ქვეშ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მარში მოეწყო. მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს საარჩევნო დამკვირვებლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა. აქციის მონაწილეები განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ მოსახლეობას არჩევნების შედეგები გაუყალბა, ამიტომ ისინი ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.