საპროტესტო აქცია-მსვლელობა თბილისში

„თავისუფლება უკანონო პატიმრებს!“ – ამ შეძახილით დედაქალაქის ქუჩებში მსვლელობა გაიმართა. მარშის მონაწილეები დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და წერეთლის პოლიციის შენობასთან მსვლელობით მივიდნენ. მათ მთავრობის პოლიტიკა გააპროტესტეს და კიდევ ერთხელ გააჟღერეს მოთხოვნები – დაკავებულების გათავისუფლებასთან ერთად, მთავარ მოთხოვნად რჩება ხელახალი არჩევნები. დღის განმავლობაში თბილისის მასშტაბით კიდევ რამდენიმე მსვლელობაა დაგეგმილი, მათი მონაწილეები დღის ბოლოს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.