აქცია-მსვლელობა თბილისში

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები, კურსდამთავრებულები და ლექტორები მსვლელობას მართავენ. ისინი კახა ბენდუქიძის კამპუსთან შეიკრიბნენ და რუსთაველზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას მარშით შეუერთდებიან. თუმცა მანამდე მსვლელობის მონაწილეები რამდენიმე ტელევიზიასთან მიდიან და მათ სარედაქციო პოლიტიკას გააპროტესტებენ. მათ შორის აქცია დაგეგმილია საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც. მარშის მონაწილეები საერთო პროტესტის მოთხოვნებს უერთდებიან – ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირები.