აქცია-მსვლელობა თბილისში

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსთან სტუდენტები, კურსდამთავრებულები და ლექტორები იკრიბებიან. ისინი მსვლელობას გამართავენ და რუსთაველზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას მარშით შეუერთდებიან. თუმცა, მანამდე მსვლელობის მონაწილეები რამდენიმე ტელევიზიასთან მისვლას და მათი სარედაქციო პოლიტიკის გაპროტესტებას აანონსებენ, მათ შორის არის საზოგადოებრივი მაუწყებელიც.