აქცია-მსვლელობა თბილისში

„დაუმორჩილებლობის მსვლელობა ნიღბებით“ – ამ სახელწოდებით ამ წუთებში ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით აქცია-მსვლელობა იმართება. მარშის მონაწილეები ცოტა ხნის წინ ამოქმედებულ იმ კანონს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, აქციების დროს ნიღბის ტარებაა აკრძალული.

პარალელურად, პროტესტის 52-ე დღეს მოქალაქეები კვლავ პარლამენტთან იკრიბებიან ორი მთავარი მოთხოვნით – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული პირები.