აქცია-მსვლელობა თბილისში

ფილარმონიიდან აიღო სტარტი საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახების მარშმა. მომიტინგეები მელიქიშვილის გამზირიდან რუსთაველის გავლით, პავლე ინგოროყვას ქუჩის 22 ნომრამდე – ყოფილ ჩეკას სახლამდე მივიდნენ. გადასახლებულთა და დახვრეტილთა შთამომავლებმა, საკუთარი წინაპრების სახელები ფურცლებზე დაწერეს და საზოგადოებას რუსეთის დანაშაულები კიდევ ერთხელ შეახსენეს. მსვლელობის მონაწილეები ახალ არჩევნებსა და აქციების მიმდინარეობისას დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ. მარშის წევრები საბოლოოდ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.