ინიციატივა „კულტურა დემოკრატიისთვის“ წევრებმა თბილისში აქცია-მსვლელობა გამართეს.
მანიფესტაცია საფრანგეთის საელჩოსთან დაიწყო და დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან დასრულდა. პროტესტის მონაწილეებმა საფრანგეთის საელჩოში შეიტანეს წერილი. ისინი დიპლომატიურ წარმომადგენლობას თხოვენ, ქვეყანამ დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ სხვა წევრებს. ასევე საფრანგეთმა გადახედოს ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემულ სხვადასხვა ეროვნულ ჯილდოს. დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში დიპლომატიურ მისიაში შეტანილი წერილი მოიცავდა მადლობას დაწესებული სანქციებისთვის და მოწოდებას ლონდონმა კვლავ გააგრძელოს ქართული დემოკრატიის მხარდაჭერა.