ნაწილობრივ შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა გმირთა მოედანზე – „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებებისთვის“, აქციის მონაწილეებთან ერთად, გმირთა მოედანზე გამავალი გზის ნაწილი გადაკეტეს და კარვები გაშალეს. აქცია გმირთა მემორიალთან მიმდინარეობს, სადაც სამი ოპოზიციური გაერთიანებიდან ლიდერები და წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები იმყოფებიან. აქციაზე არ გამოჩენილან „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრები.
ხატია ჯამალაშვილი გვეტყვის, რა ხდება ამ წუთებში გმირთა მოედანზე, რამდენ ხანს აპირებენ აქ დარჩენას აქციის მონაწილეები და როდის გაკეთდება განცხადება სამოქმედო გეგმაზე.