პროტესტის 150-ე დღე – ამ წუთებში მეტროსადგურ დიდუბიდან საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავენ აქტივისტები, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აქციის მონაწილეები უცვლელი მოთხოვნებით არიან შეკრებილი – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
აქცია-მსვლელობა დიდუბიდან სიმბოლურად პროკურატურის მიმართულებით გაიმართება. დღის ბოლოს კი აქციის მონაწილეები ისევ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.