აქცია-მსვლელობა დიდუბეში

პროტესტის 150-ე დღე – დღეს მეტროსადგურ „დიდუბიდან“ საპროტესტო აქცია-მსვლელობა გამართეს აქტივისტებმა, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

აქცია-მსვლელობა დიდუბიდან სიმბოლურად თბილისის პროკურატურის მიმართულებით გაიმართა, სადაც პროტესტის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს თავისი მოთხოვნები. დღის ბოლოს აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე შეკრება დაგეგმეს.