ბათუმში ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია, სახელწოდებით „ევროპული მარში“ გაიმართა.
აქციის ორგანიზატორები იყვნენ იმ რვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ვინც 4 ოქტომბრის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. აქციის მონაწილეთა თქმით, ეს არჩევნები ხელისუფლების მიერ დაგეგმილი რუსული სპეცოპერაციაა და ისინი მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. მათი მთავარი მოთხოვნა აქციებზე დაკავებული ყველა ადამიანის გათავისუფლება, ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და ქვეყნის ევროპული კურსის გაგრძელებაა. აქცია ბათუმის კოლონადებთან დაიწყო და მსვლელობით გაგრძელდა საკონსტიტუციო სასამართლოსთან.