აქცია-მსვლელობა ბათუმში
ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – სხვადასხვა სოციალური პრობლემების მქონე მოქალაქეთა ჯგუფებმა მსვლელობა მოაწყვეს. შეკრებილებს შორის იყვნენ უსახლკაროები, თვითდასაქმებული პირები, რომლებსაც ბათუმის ბულვარში საქმიანობა სხვადასხვა მიზეზით შეეზღუდათ, ასევე დაუსრულებელი მშენებლობებისგან და იპოთეკური სესხებისგან დაზარალებულები. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, სანამ არ მოგვარდება მათი პრობლემები.