აქცია მშენებლობის წინააღმდეგ

ბათუმში „რივიერას“ მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და საპროტესტო აქციებს აანონსებენ ორგანიზაციები.

„დაიცავი ბათუმი“, „ბათუმი“, „მწვანე მომავალი“, „ახალგაზრდა მწვანეები“, „მწვანე ალტერნატივა“, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აპროტესტებენ სანაპიროზე ცათამბჯენის მშენებლობას. ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმის „რივიერაზე“ პირველი 42-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა უკვე გასცა.

საპროტესტო აქციების პარალელურად ორგანიზაციები გეგმავენ მიმართონ სასამართლოს.