აქცია მისაქციელში

18:30, 24.09.2026

საპროტესტო აქცია იმართება სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის ეზოში.

შეკრებილი არიან მოსწავლეები და მათი მშობლები. მთავარი მოთხოვნა სკოლის შენობისთვის კერძო ექსპერტიზის ჩატარებაა, რადგან არ ენდობიან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმადაც, შენობის არსებული დაზიანებების პირობებში სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდება და უნდა აშენდეს ახალი. სამინისტრომ მოსწავლეებს სწავლის ალტერნატიულ სკოლაში გაგრძელება შესთავაზა. თუმცა მშობლები უარს ამბობენ სხვა სკოლაში სასწავლო პროცესის გაგრძელებაზე და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვენ. მათი თქმით სკოლის შენობას არ აქვს ისეთი დაზიანება, რომ სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდეს. აქციაზე იმყოფებოდა პოლიტიკური მოძრაობა „სართულის“ ლიდერი ვადო მაჭავარიანიც  და მათ მხარდაჭერა გამოუცხადა.

მსგავსი