აქცია მილანში
იტალიაში გასულ კვირაში მომხდარი ძალადობრივი არეულობების დასაგმობად, მილანის ცენტრში მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები სოციალური ერთიანობისკენ მოწოდებით გამოვიდნენ. სან ჯორჯოს მოედანზე კი – გაიმართა მეორე დემონსტრაცია დაზარალებული ბიზნესების მხარდასაჭერად. აქციის მონაწილეები არეულობაში დამნაშავეთა მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დაწესებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ასაკი დანაშაულებრივი საქციელის გასამართლებლად არ უნდა გამოიყენონ. შეგახსენებთ, რომ იტალიის მთავრობამ უსაფრთხოების რამდენიმე ახალი ზომა დაამტკიცა. მათ შორისაა არეულობაში მონაწილეთათვის უფრო მკაცრი სასჯელი და იმ მშობლების ფინანსური პასუხისმგებლობა, რომელთა შვილებიც ვანდალიზმსა და ძარცვაში მონაწილეობენ.