აქცია მესტიაში

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საპროტესტო აქცია სვანეთში.

თითქმის 5 საათის განმავლობაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელიში ცენტრამდე მისასვლელი გზა ჩაკეტილი იყო. მესტიაში დღეს გამართული აქციის მონაწილეებს იელის მცხოვრებლები ოქროს მოპოვების ადგილამდე არ ატარებდნენ და აცხადებდნენ, რომ სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის საქმიანობა მათთვის მისაღებია.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა მეორე ნაწილი კი რამდენიმე საათის განმავლობაში მათთან მოლაპარაკებას ცდილობდა. მესტიაში პროტესტი დღის პირველ ნახევარში დაიწყო. ადგილობრივები კომპანია „ოპტიკალ სერვისის“ მიერ ოქროს ქიმიური გზით მოპოვებას აპროტესტებენ.

მოსახლეობის განმარტებით, ამ მეთოდით მუშაობა გარემოს დიდ ზიანს აყენებს.