აქცია მერიასთან

თბილისის მერიასთან, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიების მიწის მესაკუთრეებმა, მშენებლობის ნებართვების მოთხოვნით აქცია გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, საკუთარ ნაკვეთზე გენერალური გეგმიდან გამომდინარე, მშენებლობის უფლება შეზღუდული აქვთ.

მათი თქმით, მიუხედავად პრობლემის მოგვარების დაპირებისა, თბილისის მერიისგან ჯერჯერობით რამე ნაბიჯი არ არის გადადგმული.

აქციის რამდენიმე მონაწილემ შეხვედრა გამართა თბილისის მერის მოადგილესთან და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, კონსტრუქციული დიალოგი შედგა და მერიისგან პასუხს ერთი კვირის ვადაში ელოდებიან.