აქცია მელიქიშვილის გამზირზე
მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის წინ ისევ საპროტესტო აქცია იმართება.
დემონსტრანტებმა შეკრება გუშინ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გადაწყვიტეს. აქციის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და კალაძის საარჩევნო შტაბის წინ მსვლელობით გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებმა ხელით გადაწიეს რკინის ჯებირები, რომლებიც შტაბის წინ იყო განთავსებული და ოფისის მისამართით კვერცხებს ისვრიან, ისმის სიტყვიერი შეურაცხყოფაც. მელიქიშვილის გამზირზე მობილიზებულია პოლიციაც – შალვა სუმბაძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში, რომელიც ახლა ადგილიდან ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის.