აქცია მელიქიშვილის გამზირზე – შეფასებები

18:15, 11.09.2025

მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო მსვლელობასა და კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კვლავ აფასებენ პოლიტიკურ პარტიებში. ოპოზიციის ნაწილი 8-9 სექტემბერს მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს, მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ რადიკალური ჯგუფები თავად ცდილობენ სიტუაციის პროვოცირებას.

მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი პირი დააკავა. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ორმა პირმა საპროტესტო აქციის მსვლელობისას აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადა. რაც შეეხება მესამე დაკავებულ პირს, მას თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მომხდარ ფაქტებთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და გამოძახებისთანავე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფში.

მსგავსი