აქცია მე-10 საჯარო სკოლასთან

ცოტნე დადიანის გამზირზე, თბილისის მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და მშობელთა სათათბიროს მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სკოლის შენობის რეაბილიტაციის გაჭიანურებულ პროცესსა და ამავე სკოლის დირექტორის ბელა ხუბუტიას სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ. ისინი წერილობით მოითხოვენ სამინისტროსაგან დადასტურებულ ინფორმაციას მეათე სკოლის შენობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით და პასუხებს ითხოვენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან მასწავლებლებისა და მშობლების წერილობით მიმართვებზე.

აქციას განათლების სამინისტროში გამოეხმაურნენ. უწყებაში განაცხადეს, რომ მე-10 სკოლის შენობის რეაბილიტაცია იგეგმება. სკოლის ბავშვები დროებით გადაყვანილნი არიან 22-ე საჯარო სკოლაში. შენობის შესაძლო გაყიდვის შესახებ ინფორმაციას სამინისტროში არ ადასტურებენ.