აქცია მცხეთაში – მოსახლეობა მათ საკუთრებაში არსებულ ქონებაზე მშენებლობის უფლებას ითხოვს

15:14, 19.05.2018

მცხეთის მოსახლეობა მათ საკუთრებაში არსებულ ქონებაზე მშენებლობის უფლებას ითხოვს. ამ მოთხოვნით, აქცია მოსახლეობის ნაწილმა დღეს გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, უკვე სამი წელია, მორატორიუმი მოქმედებს, რის გამოც, მათ მშენებლობის უფლება ეზღუდებათ, რაც ქალაქის განვითარებას უშლის ხელს.

აქციის მონაწილეებს მცხეთის მერი შეხვდა და მხარდაჭერა აღუთქვა.

მსგავსი