აქცია მაჟორიტარების ბიუროსთან

ხმაური იყო სანზონაშიც, დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის მაჟორიტარული ბიუროს ოფისთან. „ევროპული საქართველოსა“ და გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა შენობის „დაბოქლომება“ სცადეს.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს ამის საშუალება არ მისცეს, თუმცა მათ მაინც მოახერხეს შენობის გარე ფასადზე სტიკერების გაკვრა წარწერით „დალუქულია“. სიტყვიერი დაპირისპირება აქციის ორგანიზატორებსა და მაჟორიტარული ბიუროს თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე მოხდა.

დატოვე კომენტარი