აქცია ლაგოდეხში

ლაგოდეხში სტიქიით დაზარალებულებმა აქცია გამართეს. სოფელ ბაისუბნის მაცხოვრებლები ხელისუფლებას  უყურადღებობაში ადანაშაულებენ. შეკრებილების თქმით, უხვი ნალექის შედეგად სრულად გაუნადგურდათ მოსავალი. მოხდება თუ არა ზარალის ანაზღაურება, ამ დრომდე არ აქვთ პასუხი. ისინი ხელისუფლებას საბანკო ვალდებულებების გადავადებაზე შუამდგომლობას სთხოვენ.

გასულ კვირას სტიქიამ კახეთში ოთხი მუნიციპალიტეტის 20-მდე სოფელი დააზარალა.

მოამბე