აქცია კულტურის სამინისტროსთან

სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილის საპროტესტო აქცია კულტურის სამინისტროსთან.

შეკრებილები ანჩისხატის, როგორც მორწმუნეთა უდიდესი სიწმინდის, ეროვნული მუზეუმიდან ანჩისხატის ტაძარში დროულად გადაბრძანებას მოითხოვენ.

სპეციალურად მოწყობილ კუთხესთან სასულიერო პირებმა დღეს სავედრებელი პარაკლისიც გადაიხადეს.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, სამინისტროსთან პერმანენტულად შეიკრიბებიან.