აქცია კულტურის სამინისტროსთან

სოლიდარობა დავით დოიაშვილს, თემურ ჩხეიძის სახელოსნოს და რეჟიმის ტყვეებს – კულტურის სამინისტროს წინ, კულტურის სფეროს წარმომადგენლები ამ მოთხოვნებით შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები, კულტურის მინისტრთან თინათინ რუხაძესთან შეხვედრას და დაგროვილ პრობლემურ საკითხებზე საუბარს ითხოვდნენ. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ მინისტრი არალეგიტიმურია, თინათინ რუხაძეს არ ჰყოფნის გამბედაობა, რომ გამოვიდეს და დაელაპარაკოს   ადამიანებს, რომელთა მინისტრადაც თავს მიიჩნევს. სამინისტროს ამ თხოვნაზე გამოხმაურება არ ჰქონია. მთელი დღის განმავლობაში სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია იყო მობილიზებული.