დილიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლები კულტურის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. ისინი უწყების თანამშრომლებს სოლიდარობისკენ მოუწოდებდნენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ. მოითხოვეს შეხვედრა სამინისტროს თანამშრომლებთან. შეკრებილების თქმით, მინისტრს, თინათინ რუხაძეს ლეგიტიმურად არ მიიჩნევენ და შესაბამისად, მათთან დისკუსია არ სურთ. უწყებიდან მათ მოთხოვნებს არ გამოხმაურებიან.