აქცია კოვიდპასპორტების წინააღმდეგ

„მწვანე პასპორტის“ გაუქმების მოთხოვნით, საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ერის და სახელმწიფოს“ წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. მათი განცხადებით, კონცეფცია „მწვანე პასპორტის“ შესახებ, რომელიც პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა, საქართველოში ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ მოსახლეობას არათანაბარ პირობებში აყენებს. შეკრებილებმა „მწვანე პასპორტის“ გაუქმების მოთხოვნით, პერმანენტული აქციები დააანონსეს.